Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასახელებს 5 პირობას, რა შემთხვევაშიც ვივამედის კლინიკაში გამოკვლევებისთვის გადავა.

განცხადება მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.

“საქართველოს იუსტიციის მინისტრს და პენიტენციური სამსახურის დირექტორს,ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და ვფიქრობ, შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა “ვივა მედში” გადასვლაზე გამოკვლევებისთვის,

გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა და მკურნალობისთვის შემდეგი პირობებით:

1. მუდმივი დაშვება ჰქონდეთ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს პირად ექიმს ნიკა ყიფშიძეს და ალტერნატიული კომისიის წევრებს ცენტრ “ემპათიადან”, რაც კანონით განსაზღვრულია და რაზეც აქამდე უკანონოდ მეძლეოდა უარი;

2. სამუშაო საათებში დაშვება ჰქონდეთ კანონით განსაზღვრულ პირებს, ადვოკატებსა და პარლამენტის წევრებს;

3. ყოველ გამოკვლევაში, დიაგნოსტიკაში, დანიშნულების დადგენასა და ასევე მკურნალობის შემდგომი ეტაპების თუ გამოჯანმრთელების ფაქტის განსაზღვრა მოხდეს პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი შემადგენლობით, ცენტრი “ემპათიის” ჩართულობით და მათი თანხმობის შემთხვევაში სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრების მონაწილეობით;

4. როგორც კი აღნიშნულ საკითხებზე მივიღებ პასუხს, მზად ვარ, დაუყოვნებლივ გადავიდე “ვივა მედში”;

5. გთხოვთ, აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოთ ჩემი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ჩართულობით”, – წერია სააკაშვილის მიმართვაში.

იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გამოკვლევებზე გადაყვანა დღეს, 10 მაისს შესთავაზა.

მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სააკაშვილს კლინიკაში “საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა” ჩაუტარდება. ბრეგაძემ ეს შეთავაზება “შესაძლო გართულებების თავიდან არიდების” მიზეზით ახსნა.

მოგვიანებით ენმ-ის წევრმა, კობა ნაყოფიამ თქვა, რომ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას თანხმდება. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები