საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილს სურს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს.
“განწყობილია, რომ ჩაერთოს. უნდა და აპირებს. თუ მისცა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლებლობა, ჩაერთვება”, – აცხადებს ალასანია.
როგორც მესამე პრეზიდებტის დედა განმარტავს, სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ.
“ისევ პალატაშია, რეანიმაციაში არ გადაუყვანიათ. ყოველ წუთს ხუჭავდა თვალებს, შემდეგ ისევ ახელდა. ადამიანს შავი ფერი აქვს, ჩავარდნილი აქვს ყველაფერი. ორგანიზმში ისევ აქვს საწამლავი. ნევროლოგიური მდგომარეობა იგივეა. ადამიანი, უბრალოდ ვერ იღებს საკვებს”, – აღნიშნა ალასანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:30 საათზეა ჩანიშნული.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე, სავარაუდოდ, მოწმეების დაკითხვას დაასრულებს.