Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიომნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს - ჰერჩინსკი

მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს და შემდეგ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც კომისია გასცემს.

“დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ევროკავშირის 12 პუნქტიდან და არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ამ კანონპროექტმა მეორე მოსმენა უკვე გაიარა და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ის გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი გათვალისწინებული იყოს კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციები”, – თქვა ელჩმა ჰერჩინსკიმ “ფორმულას” თარგმანის მიხედვით.

ცნობისთვის, 21 ნოემებრს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა და გაიმეორა მოწოდება, რომ “ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა”. იგივე მოწოდებას იმეორებს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დგენანიც.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები