Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკა"მნიშვნელოვანია ის, რომ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს და თვისობრივად ახალ დონეზე აგვყავს"...

“მნიშვნელოვანია ის, რომ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს და თვისობრივად ახალ დონეზე აგვყავს” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავი ამერიკის საელჩოში აღინიშნა.

ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა და მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

“წელს ასევე აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. მსურს ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეერთებული შტატების როლი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში, ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე გადამწყვეტი იყო. შეერთებული შტატები დაგვეხმარა ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაძლიერებაში, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მრავალი სხვა სფეროს განვითარებაში – ქვეყნის, რომელიც მტკიცედ მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ყურადღება აღნიშნა რუსეთი გაუმართლებელი აგრესიით უკრაინის ტერიტორიაზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს და ის კვლავ დასაცავია.

ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოსთან და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებს.

“მნიშვნელოვანია ის, რომ მუდმივად ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს და თვისობრივად ახალ დონეზე აგვყავს. ვფიქრობ, საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა და ეს არის თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობების დასაწყისი” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები