Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარირეგიონიმომავალი ჯანსაღი თაობისთვის - ფოთის ინიციატივა გრძელდება

მომავალი ჯანსაღი თაობისთვის – ფოთის ინიციატივა გრძელდება

მომავალი ჯანსაღი თაობისთვის – ფოთის მუნიციპალიტეტის ახალი ინიციატივა გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ქალაქის კერძო და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს საშუალება აქვს ისარგებლოს საცურაო აუზის სერვისით და სპორტული დარბაზით საჩუქრად.

„ამჯერად, მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა შპს ქალაქ ფოთის ფიზიკა მათემატიკის სკოლის და სსიპ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის N7 საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლეს უმასპინძლა.

ქალაქ ფოთის მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა თაობისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები