Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაღარიბაშვილი - მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს მთავრობის მიერ გატარებულ კურსს

ღარიბაშვილი – მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს მთავრობის მიერ გატარებულ კურსს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის 1 წლისთავზე საქართველოს მთავრობის კურსზე, მშვიდობასა და ომით დაზარალებულ უკრაინაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა გონიერი მმმარველი ეცდება, თავის ქვეყანას თავიდან ააცილოს განსაცდელი, მათ შორის ისეთი, როგორიც ომია.

„ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს მთავრობის მიერ გატარებულ კურსს, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. მშვიდობის გარეშე არ იარსებებს არაფერი. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის და იქნება მშვიდობის შენარჩნება, რომელიც არის წინაპირობა სტაბილურობისა და განვითარების. ყველა გონიერი მმართველი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სირთულე და განსაცდელი, რომელიც ხალხს შეუქმნის პრობლემას. ერთ-ერთი ასეთი განსაცდელი შესაძლოა იყოს ომი, რომელსაც მაოქვს ნგრევა და უბედურება. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა შედეგი დადგა ამ ერთი წლის განმავლობაში. უკრაინამ, დღეის მდგომარეობით, უკვე დაკარგა ტერიტორიების 20%, ათი ათასობით ადამიანი არის გარდაცვლილი, მიადგა ზიანი, რომელიც არის ჯერ კიდევ შეუფასებელი და დაუთვლელი, საუბარია 700-800 მილიარდზე, ზოგი კი ამბობს, რომ ზარალმა, ყველაფრის ჩათვლით, შეადგინა ტრილიონი დოლარი და ვხედავთ, რომ ეს ომი არ ჩერდება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს ემოციების გარეშე ქვეყნის მართვა, რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიციების გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა“ , – განაცხადა ღარიბაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები