Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკამთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ "უსაფუძვლო თავდასხმებისგან" ვერ მიცავს- ხიდაშელი

მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ “უსაფუძვლო თავდასხმებისგან” ვერ მიცავს- ხიდაშელი

რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ტყუილებს ავრცელებენ. ხიდაშელის თქმით, მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ მას “უსაფუძვლო თავდასხმებისგან” ვერ იცავს.

ბიზნესმენი წერს, რომ გამოსავალს იმაში ხედავს, რომ “განზე გადგეს”. მისი თქმით, ოჯახს ურჩია ტენდერი გამოაცხადონ და ყველა მსურველს მისცემ შესაძლებლობა 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50% რომელიც მათ ეკუთვნით, მათ შორის “რიყის დოქები” და მიწები რაჭაში.

“რადგან  მთავრობა იმდენად უსუსური და დაუცველია, რომ ღია ტენდერებში გამარჯვებული თავისი მოქალაქე ვერ დაუცავს ასეთი უსაფუძვლო თავდასმებისა და სიყალბისგან, გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ განზე გავდგე!

საკვირველია, ლამაზ სახელებს ამოფარებული ამდენი ცრუ, პროვოკატორი, ინფორმაციის დამახინჯებაში დაოსტატებული, ტყუილების გამავრცელებელი ერთად რამ შეკრიბა.

საზოგადოებისთვის ნათლად რომ გამოჩნდეს, რომ ეს ცრუ მქადაგებელნი ვერც ვერავის დამშინებლები და ვერც ვერაფრის გამკეთებელნი არიან, მე ვურჩიე ჩემს ოჯახს გამოაცხადონ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინო იმ ქონების 50%-იანი წილი შეიძინოს, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა-იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში … ერთი დაველოდები მსურველებს, ვინ რისი მყიდველია ან საქართველოში რაიმე გარე ინვესტიციის მომტანი!” – წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, გუშინ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოკვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ, დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები