მარიუპოლში დაჭრილი ე.წ. მარიუპოლის მცველები სრულ ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფრბიან, ღია არასტერილური სახვევებით ჭრილობებზე , საჭირო მედიკამენტების და საკვების გარეშე.
ისინი გაერო-ს და წითელ ჯვარს მოუწოდებენ, გამოიჩინონ ჰუმანურობა და კიდევ ერთხელ დაადასტურონ ცხოვრების ძირითადი პრინციპები და გადაარჩინონ დაჭრილი ადამიანების, რომლებიც არა მებრძოლები, არამეს მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც ფოტოზე ხედავთ და ასობით სხვა აზოვსტალის ქარხანას, უკრაინას და მთელ ცივილიზებულ სამყაროს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ. ახლა ვერ უკრაინა და მსოფლიო საზოგადოება ვერ იცავს და ზრუნავს მათზე.
ისინი დაჭრილი სამხედროების სასწრაფო ევაკუაციას ითხოვენ, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სადაც მათ დაეხმარებიან და სათანადო ყურადღებას მიაქცევენ.