Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიონაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა ექვემდებარებოდნენ

ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა ექვემდებარებოდნენ

როგორც სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა, დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა, მარიუპოლის დამცველი „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები მოითხოვენ. დუმის თავდაცვის კომიტეტს შესაბამისი ოქმის მომზადება დაევალა.

„ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა ექვემდებარებოდნენ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ”. – განაცხადა ვოლოდინმა, რომლის განცხადებასაც დეპუტატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. კომუნისტური პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა გენადი ზიუგანოვმა აღნიშნა, რომ დღეს ნაციზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ისევე როგორც უკრაინის დემილიტარიზაცია, ისტორიული ხასიათისაა. მისივე თქმით, რუსეთი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, რომ მიზნები და ამოცანები ბოლომდე მიიყვანოს.

დღეს, 17 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა კონაშენკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „გუშინ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანაში ბლოკირებული, ნაციონალისტური ქვედანაყოფის აზოვის ბოევიკების და უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩაბარება დაიწყო“. კონაშენკოვის თანახმად, 16 მაისს „იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაბარდა 265 ბოევიკი, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილი“. უკრაინა კი „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ აცხადება. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, 16 მაისს, 52 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო იქნა ევაკუირებული, რომლებსაც მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ რუს ტყვეებში გაცვლიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატის, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო ევაკუირებულია, რომლებიც ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, “აზოვსტალის” კიდევ 211 დამცველი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ოლენივკაში ჩაიყვანეს, საიდანაც გენშტაბის თანახმად, „გაცვლის პროცედურით“ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნებენ.
რუსეთის მიერ “დამოუკიდებელ რესპუბლიკად” აღიარებული ნოვოაზოვსკი და ოლენივკა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზეა მოქცეული.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები