Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებანარმანია: 1 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება

ნარმანია: 1 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი არ გაიზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკმა მოქალაქეებს არასწორად დარიცხული და ასევე, ხანდაზმული დავალიანების სახით გასულ წელს, 1.4 მლნ ლარამდე ვალი ჩამოაწერა.

მედიაცენტრ „მთავარში“ ნარმანიამ ასევე განაცხადა, რომ სულ მცირე 1-1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„არასწორად დარიცხული, ან ზედმეტად დარიცხული, ან ხანდაზმული დავალიანების სახით, კომისიის მიერ, 1.4 მლნ ლარამდე იქნა ჩამოწერილი. კომპენსაცია, მეტწილად, ელექტროენერგიის სექტორში გაიცა, ხოლო ჩამოწერილი თანხებიდან, ხანდაზმული დავალიანებები ჭარბობს. რაც შეეხება ტარიფებს, სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია უცვლელია. მინიმუმ, 1 -1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით. ბუნებრივ აირზე კი უფრო ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს დადგენილი“,- განაცხადა ნარმანიამ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები