Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებანასესხებ 30 ათას დოლარში დაბრუნებული 90 ათასი დოლარი და მევახშე რომელიც დამატებით...

ნასესხებ 30 ათას დოლარში დაბრუნებული 90 ათასი დოლარი და მევახშე რომელიც დამატებით 100 ათას დოლარს ან სახლს ითხოვს

უპრეცედენტო შემთხვევა – აღსრულების ეროვნულ ბიუროს  გამოსახლების შეჩერების თხოვნით თავად მევახშემ მიმართა.  კერძო იპოთეკარმა  გივი აზმაიფარაშვილმა , რომლის  სახელიც არაერთ თაღლითურ სქემაში ფიგურირებს გამოსახლება მას შემდეგ შეაჩერა, რაც საქმეში იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაციის იურისტები ჩაერთნენ.

სახლი მეპატრონეს 26 სექტებერს უნდა დაეცლა.

ოჯახმა 2015 წელს გივი აზმაიფარაშვილისაგან 30 ათას დოლარი ისესხა, უძრავი ქონების გარანტიით.  7 წლის მანძილზე კი მევალეს 3 ჯერ მეტი –  90 ათასი დოლარი დაუბრუნა. დაიფარა ნასესხები თანხის ძირიც და პროცენტიც. აზმაიფარაშვილს უძრავი ქონების ხელში ჩაგდების სურვილი ამოძრავებდა და ამიტომ, ის დამატებით 100 ათასს დოლარს ითხოვდა.

აზმაიფარაშვილის  მიმართ ამ ეტაპზე 180-ე და 192-ე მიხლით სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობს, რაც თაღლითობასა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას გულისხმობს.

მოქალაქეები უკანასკნელ საცხოვრებელ ფართებს მევახშეების თაღლითური სქემების წყალობით კარგავენ, პანდემიის პიკის დასრულების შემდეგ კი აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს აქტიურად აწარმოებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები