Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკანათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა

ნათია თურნავა IMD-ის წარმომადგენელს შეხვდა

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) წარმომადგენელს, არტურო ბრის შეხვდა, რომელიც „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს“ აქვეყნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს ამ ინდექსში ჩართვას მოჰყვება.

„მისასალმებელია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი, როგორიც IMD-ია, დაინტერესდა ჩვენთან თანამშრომლობით. მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო სხვა ავტორიტეტული რეიტინგების მსგავსად „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვითაც შეფასდება. მათი მხრიდან ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი სწორედ სებ-ისა და მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემის ღიაობითა და გამჭვირვალობით, გამართული და მდგრადი ფუნქციონირებითაა განპირობებული”, – განაცხადა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები