“სტარტეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს: “სტრატეგია აღმაშენებელი” საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93-ე მუხლის შესაბამისად ვითხოვთ მომავალ სასესიო კვირაში გაიმართოს საპარლამენტო დებატები, საკითხზე – საქართველოს ევროპული და ევროატნატიკური ინტეგრაციის გზა. გაიმართოს დებატები, სადაც ყველა მძიმე ბრალდებაზე, საკითხზე მოუწევს ხალხის წინაშე, ხალხის სამსჯავროზე წარსდგეს “ანტი-ქართული ოცნება”. მისი თქმით, ნატოს გენერალურ მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გაუქმებული შეხვედრა არის პასუხი იმ ანტიდასავლურ კამპანიაზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო.
„დღეს დემონსტრაციულად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გააუქმა. რატომ? ეს არის პასუხი იმ ანტიდასავლურ კამპანიაზე, რომელიც წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ”, ეს არის პასუხი იმ არასწორ, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო კამპანიაზე, რომელიც წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ”, რომ თითქოს დასავლეთს უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ეს არის პასუხი იმ მედია შეტევაზე, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წამოიწყო ბოლო პერიოდში. როცა შენ მიდიხარ ბრუსელში და იმ დღეს აკავებ ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს, როცა შენ მიდიხარ ბრუსელში და იმ დღეს ამბობ, რომ ამერიკას და ევროპას უნდა შენი ომში ჩართვა – რას უნდა ელოდო, გარდა ასეთი დემონსტრაციული პასუხისა? ეს არის გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მოგვეცა ისტორიული შანსი, რომ გავხდეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც ნიშნავს მილიარდობით ლარის შემოსვლას ქვეყანაში, რაც ნიშნავს არაადამინური ყოფის გაუმჯობესებას ქვეყანაში, რაც ნიშნავს უსაფრთხოებას საქართველოში, რაც ნიშნავს ქართული გენოფონდის გადარჩენას, ემიგრანტების დაბრუნებას და ანტიქართული, ანტიეროვნული ოცნება ამაზე ფაქტობრივად ამბობს უარს. დიახ, ისინი თავისი ქმედებებით უარს ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, ისინი უარს ამბობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მივიღოთ უარი. მზად არიან ერთი ადამიანის ფინანსურ ინტერესებს შესწირონ ეროვნული ინტერესები. დღეს ყველა უნდა დავდგეთ საქართველოს სადარაჯოზე და ეს ისტორიული შანსი, რომელიც მოვიპოვეთ არ უნდა გავუშვათ”. – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა, და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. – ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
„შეხვედრა გაუქმებულია.“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ალიანსი სხვა დეტალებიზე ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს.