Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებაNDI: ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა...

NDI: ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას გააძლიერებს

დღეს, 21 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა 82 პროცენტია.”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერია.

კვლევის მიხედვით “ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოებას გააძლიერებს”.

ასევე კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა.

საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, ასევე შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

მეტი მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს.

საქართველოს მთავარი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორების სიაში, რუსეთმა პოზიციები დათმო.

გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის გამოსაკვლევად ორი კვლევა ჩაატარა – უკრაინაში ომის დაწყებამდე და შემდეგ. ორივე კვლევა შემთხვევითი შერჩევით, სატელეფონო გამოკითხვით ჩატარდა.

პირველი კვლევის სამუშაოები 3-15 თებერვალს ჩატარდა(2036 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,8 პროცენტი, მეორე კვლევა კი – 9-20 მარტის პერიოდში (2024 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,6 პროცენტი.

რუსეთი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან ატარებს. რა დროშიც საავადმყოფოების, სამშობიაროების და საცხოვრებელი სახლების დაბომბვა მოახერხეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები