Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისამართალინიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა

ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

ნიკა გვარამიასთან ერთად  ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი. ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები