Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკანიკა მელია - „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანა პუტინის რუსეთისკენ მიჰყავს“

ნიკა მელია – „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანა პუტინის რუსეთისკენ მიჰყავს“

„ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანა მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ, ამიტომ დემოკრატიულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე საუბარი აღარაა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე როცა „ქართულ ოცნებას“ საქართველო პუტინის რუსეთისკენ მიჰყავს, ამიტომ საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით შექმნილი. შეიძლება საწყის ეტაპზე ბევრი ფიქრობდა, რომ „ქართული ოცნება“ იყო ოდნავ არაევროპული საერთაშორისო დონეზე, შემდეგ კიდევ უფრო მეტად არაევროპული და არადასავლური, მაგრამ ახლა სულ უფრო და უფრო ნაკლები საერთაშორისო დონეზე წარმომადგენელი, მეგობარი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო არ მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ. ძალიან მარტივი კატეგორიებით მინდა ვისაუბრო ყველაფერთან დაკავშირებით, რაც „ქართულ ოცნებას“ ეხება, „ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანა მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ, ამიტომ დემოკრატიულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე საუბარი აღარაა. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური ხდება, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

პოლიტიკოსის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრისას პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ.

„ამ შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნა უნდა გვესმოდეს, რომ არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ოლიგარქიული რეჟიმისა. ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმი არსებობს, კიდევ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი გვეყოლება. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანამ ოლიგარქიულ მარწუხებს თავი დააღწიოს“ – აღნიშნა მელიამ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები