Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებანინო ნიჟარაძე - „ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმედ რჩება, მას ქალა-ტვინის ტრავმა და...

ნინო ნიჟარაძე – „ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმედ რჩება, მას ქალა-ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა აქვს“

„მკურნალობას. ერთის მდგომარეობა მძიმედ რჩება, მას აქვს ქალა- ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა. ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის კლინიკას დღეს დატოვებს“ – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაშავებულები თურქეთის კლინიკაში თავად მოინახულა.

ნინო ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები მცირე ბიზნესით იყვნენ დაკავებული და ავტოსაგზაო შემთხვევისას ისინი საქართველოში ბრუნდებოდნენ.

„გუშინ ტრაპზონთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილში 6 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა. ხუთი პაციენტი აგრძლებს თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. ერთის მდგომარეობა მძიმედ რჩება, მას აქვს ქალა- ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა. ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის კლინიკას დღეს დატოვებს, ხოლო ერთი მამაკაცის და ორი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, – ისინი საჭიროებენ კლინიკაში მეთვალყურეობას შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი სანამ არ ჩათვლის საჭიროდ ისინი კლინიკას არ დატოვებენ“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები