Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკანოემბრის თვეში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 665 992-მდე გაიზარდა

ნოემბრის თვეში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 665 992-მდე გაიზარდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით, ნოემბრის თვეში ე.წ სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი 665 992-მდე გაიზარდა. რაც ნიშვას იმას, რომ  ქვეყანაში მიზნობრივ სოციალურ დახმარებას მოსახლეობის თითქმის 18% იღებს.

წელს საარსებო შემწეობა ყველაზე მეტ ადამიანზე აგვისტოში გაიცა, როცა შემწეობის მიმღებთა რიცხვის რეკორდულად 670 ათასამდე გაიზარდა. ოქტომბერთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 10 258-ით არის გაზრდილი.

ნოემბერში 58 მლნ ლარამდე გაიზარდა სოციალურ შემწეობაზე გაცემული თანხის რაოდენობა, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ოქტომბერში 56.2 მლნ ლარს შეადგენდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,  ამ ეტაპზე კვლავ იმ ოჯახების გადამოწმება მიმდინარეობს, რომლებმაც გადამოწმების თხოვნით სააგენტოს თავად მიმართეს.

“სოციალური მომსახურების სააგენტო აგრძელებს იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას, რომელთაც პირველადი ან განმეორებითი გადამოწმების მოთხოვნით თავად მიმართეს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ასევე იმ მოქალაქეების, რომელთა მიმართაც სააგენტოში წარდგენილია საჩივრები და საჭიროა შესაბამისი რეაგირება.

აქედან გამომდინარე, ბოლო თვის განახლებულ სტატისტიკაში არ არის ასახული იმ ოჯახების მაჩვენებელი, რომლებიც გადამოწმების პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ მიღებული არ არის”,-. აღნიშნეს სააგენტოში.

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები