ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა დადგენილება მიიღო „საჰაერო სივრცის დროებით აკრძალული ზონების განსაზღვრის შესახებ“. გადაწყვეტილება „სამხედრო და ტერიტორიული საფრთხისგან დაცვის მიზნითაა“ მიღებული. დოკუმენტს დე ფაქტო მთავრობის მეთაურმა ალექსანდ ანქვაბმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა ავრცელებს.
საჰაერო სივრცის აკრძალული ზონელი წესდება:
„ადმინისტრაციული კონპექლების შენობების, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების, სახელმწიფო ორგანოებისა და ობიექტების, აფხაზეთში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის რუსული), სამხედრო ობიექტებისა და თავდაცვის დანიშნულების ნაგებობების, სახელმწიფოს მატერიალური ფასეულობების მარაგებისა და სამობილიზაციო რეზერვების განთავსების ობიექტების თავზე“.
მაგალითად აკძალული ზონა წესდება „რუსეთის საელჩოს“, „რუსეთის ელჩის რეზიდენციის“, „სახელმწიფო აგარაკების „ახალი ათონის“ „მიუსერის“ „ლდზაას“ თავზე.