Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ მთავრობა გადადგა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ მთავრობა გადადგა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა, ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ე.წ. მთავრობის გადადგომის განკარგულებას და მის წევრებს მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა.

ალან გაგლოევის მიერ ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე, ე.წ. მთავრობას ისევ გენადი ბეკოევი უხელმძღვანელებს. გაგლოევი “პრეზიდენტის” უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან შეუდგა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის თანახმად, ოპოზიციური პარტიის, „ნიხასის“ თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა ხმების 56%-ით პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები