უკრაინის თავდაცვის ძალებს ათასობით უპილოტო საფრენი აპარატი სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმაოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრი უპილოტო საფრენი აპარატების ასზე მეტ უკრაინელ დეველოპერს და მწარმოებელს შეხვდა.
რეზნიკოვის მოწვევით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა პავლო რიაბიკინმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა.
რეზნიკოვმა ხაზი გაუსვა უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზრის მხარდაჭერის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ფართო სპექტრის უპილოტო თვითმფრინავების – ჰაერის, მიწის და წყლის.
„ამჟამად უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები იზომება ასობით ათასი სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატით. ამ საჭიროებებზე მუშაობა მიმდინარეობს. კერძოდ, ფართომასშტაბიანი ომის პირველ რვა თვეში უფრო მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შევიდა ექსპლუატაციაში, ვიდრე ბოლო ხუთ წელიწადში”, – აღნიშნა მან.
რეზნიკოვის თქმით, ამჟამად თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზრის განვითარება და მხარდაჭერა.