Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოომსკში ხანძრის შედეგად 100-მდე კორპუსი დაიწვა, შედეგად ქალაქ ნაზივაევსკის მერი დააკავეს

ომსკში ხანძრის შედეგად 100-მდე კორპუსი დაიწვა, შედეგად ქალაქ ნაზივაევსკის მერი დააკავეს

ომსკში დააკავეს ქალაქ ნაზივაევსკის მერი, სადაც ხანძრის შედეგად მინიმუმ 100 საცხოვრებელი კორპუსი დაიწვა.
ომსკის სასამართლომ ქალაქ ნაზივაევსკის მერს ვიქტორ ლუპინოს ძალაუფლების გადამეტების ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის მე-3 ნაწილი)რუსეთის ფედერაციის კომიტეტმა, ორი თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა .

გამოძიების თანახმად, ლუპინოსმა „ არ მოახდინა სახანძრო რეჟიმის წესების დანერგვის ორგანიზება, რამაც გამოიწვია მოქალაქეების, საზოგადოების და სახელმწიფოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მნიშვნელოვანი დარღვევა, ასევე მძიმე შედეგები – ხანძარის შედეგად, სულ მცირე 100 საყოფაცხოვრებო შენობა განადგურდა, რამაც განსაკუთრებით დიდი ზიანი გამოიწვია“.

მანამდე სასამართლომ რეგიონული ელექტროქსელის ხელმძღვანელი ევგენი შალამოვი დააკავა, რომელიც დაუდევრობაშია ბრალდებული.
ნაზივაევსკში ხანძარი ტრანსფორმატორის ყუთში მოკლე ჩართვის შემდეგ გაჩნდა, შედეგად ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებსა და შენობებს მოედო, ვითარება ძლიერი ქარის გამო დამძიმდა.

კრასნოიარსკის მხარეში ხანძრის შედეგად500-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი, 300 შენობა და 60 მანქანა დაზიანდა. დაშავდა 19 ადამიანი, დაიღუპა შვიდი. დაზარალებულებთან შეხვედრაზე კრასნოიარსკის ტერიტორიის გუბერნატორის წარმომადგენელმა ვლადიმერ შაეშნიკოვმა განაცხადა, რომ „დამწვარიშენობების 95% ძველი ხის სახლებია“.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები