Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარირეგიონიოზუგეთში 75 წლის პენსიონერი პოლიციამ ვაშლის გათლისთვის დააჯარიმა

ოზუგეთში 75 წლის პენსიონერი პოლიციამ ვაშლის გათლისთვის დააჯარიმა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 75 წლის პენსიონერი, ნოე მეხრიშვილი, ამბობს, რომ პოლიციამ 200 ლარით მაშინ დააჯარიმა, როცა ქუჩაში ნაჩუქარ ვაშლს პატარა დანით თლიდა.

შემთხვევა გუშინ, დღისით, ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მოხდა.

პოლიციამ მეხრიშვილს დანა ცივ იარაღად ჩაუთვალა, განყოფილებაში გადაიყვანა და რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენა. პოლიციამ ადმინისტრაციული ოქმიც შეადგინა:

“ვიდექი ქალაქ ოზურგეთში, “ვასაძის პურის” შენობის წინ, იქვე ხილბოსტნეულით მოვაჭრემ ვაშლი მაჩუქა, პატარა, მაღაზიაში წლების წინ ნაყიდი დანით, ვინაიდან ასაკის გამო კბილები მაწუხებს, ვაშლს ვთლიდი და მივირთმევდი, ამ დროს ჩემთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი მოვიდა, მითხრა როგორ ვბედავდი ვაშლის ჭამას, სადღაც დარეკა, მოვარდნენ პოლიციელები და სასწრაფოდ დამაკავეს, მიმიყვანეს პოლიციის შენობაში, მითხრეს არაფერია გაგაფრთხილებთო, დამისვეს კითხვები, ბოლოს კი დააყოლეს რომ 200 ლარით მაჯარიმებდნენ და ჯარიმას 10 დღეში თუ არ გადავიხდი უარესი მელოდა. რა არ ვეხვეწე – არ მაქვს ფული, ეს ძველი დანაა, არაფერში არ გამოდგება ვაშლის დაჭრის გარდა მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა”- თქვა პენსიონერმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები