Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაპაპუაშვილი - სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება

პაპუაშვილი – სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განაცხადენით, სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება.

მისი განცხადებით, ხელშეკრულება შარშან დაიდო და ველოდებით ვერტმფრენების მოწოდებას, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ყველა სამაშველო ამოცანა შესრულდა.

„დღეს საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელი ბრიფინგზე საუბრობდა, როგორ მოხდა ვერტმფრენების მობილიზება, ვერტმფრენები რომ ადგილზე იყვნენ და დღის განათებაში სამი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა. სპეციალური დრონებია, მათ შორის სითბური, სენსორებით აღჭურვილი, რომლებიც მთელი ღამე მუშაობდნენ. ასე რომ, ყველა დასახული სამაშველო ამოცანა შესრულდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ვერტმფრენების შეძენა 2015 წლიდან დღემდე, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„თქვენი ინტერესი ვერტმფრენები თუ არის, დამატებითი ვერტმფრენები შეძენილია. წესით, ეს უნდა გაკმაყოფილებდეთ. მგონი, საკითხის არსს ვერ წვდებით. საკითხი იმიტომ გაინტერესებთ, რომ ცდილობთ, მანიპულაციურად დაუკავშიროთ სტიქიას. თუ გაინტერესებთ, არის თუ არა ქვეყანაში ვერტმფრენები, საკუთარი თვალითაც იხილეთ ვერტმფრენები, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ. საკითხის სტიქიასთან დაკავშირება აბსოლუტური მანიპულაციაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები