Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაპარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ – არჩილ თალაკვაძე

ჩვენ პარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ, არავის გადაყვანაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, – ამ განცხადებით ეხმიანება პარლამენტის ვიცე – სპიკერი არჩილ თალაკვაძე ინფორმაციას, რომ “ნაციონალური მოძრაობა”პარლამენტისთვის მიმართვას გეგმავს, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ ის დაბრუნდება და სასამართლოს წინაშე წარდგება.

მისივე თქმით, თუკი სააკაშვილის დაცვის მხარე სამედიცინო მონაცემებს გაასაჯაროებს, ეს სპეკულაციებს ამოწურავს.

„რად უნდა ამას თავდებობა, ის დაბრუნებულია უკვე, პატიმრობაშია და დამატებით რაღა საჭიროა “ნაციონალური მოძრაობის” თავდებობა?! სამი დღის წინ საჯაროდ მივმართეთ სააკაშვილის დამცველ მხარეს, მასაც თუ ამ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა და უყურა განცხადებებს და გადაცემებს, რაც ამასთან დაკავშირებით გაიმართა, რომ გასცენ თანხმობა იმ სამედიცინო მონაცემების გასაჯაროებაზე, რომელიც ამოწურავს კამათს და ამ სპეკულაციებს, რაც იმართება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ანალოგიური თხოვნით მიმართა პენიტენციურმა სამსახურმა, დღემდე არ არის პასუხი, რაც გვარწმუნებს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ სპეკულაციებია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხის აქტუალიზაცია სააკაშვილის დავალებაა, რომელიც მან პარტიის წევრ დეპუტატებს მისცა.

„ყოველდღიურად ამ თემის წამოწევა და გაცოცხლება განპირობებულია ერთადერთი მიზეზით, რომ დიდი ალბათობით მისგან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა, პარლამენტის წევრებმა საყვედური მიიღეს და დავალებაც ასევე, რომ სააკაშვილის თემა არ დაუშვან დაბლა თავის დღის წესრიგში.“ – განაცხადა თალაკვაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები