Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაპარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დავით სერგეენკოსთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს პარლამენტის წევრის დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 78 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მიიღო.

როგორც საკითხზე მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პარლამენტის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა. კომიტეტმა კი პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად დაადგინა წარდგენილი განცხადების ნამდვილობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები