Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაპარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში რატი ბრეგაძეს მოუსმენენ

პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში რატი ბრეგაძეს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციის მინისტრს ელოდებიან. რატი ბრეგაძე დეპუტატებს წლიურ ანგარიშს გააცნობს, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხებს.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ძირითადად უცხოელი იურისტების დაქირავების საჭიროებით დაინტერესდებიან, ნაწილს კი კითხვა აქვს კონკრეტულ სტატისტიკასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უმრავლესობას, ისინი იუსტიციის სამინისტროს მუშაობას პოზიტიურად აფასებენ, ოპოზიციის პოზიციას კი, თავდასხმის რეჟიმს უწოდებენ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები