Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაპარლამენტში პრემიერის გამოსვლისას ბანერი"თავისუფლება ნიკას "გადმოფინეს

პარლამენტში პრემიერის გამოსვლისას ბანერი”თავისუფლება ნიკას “გადმოფინეს

თავისუფლება ნიკას” – ამ წარწერით კრიტიკული მედიების წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბანერი გადმოფინეს. ამით მათ მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პატიმრობა გააპროტესტეს. პასუხად კი, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუშაობის სტილი დაუწუნა. 

“სინამდვილეში თქვენ ამით გადმოფინეთ ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მედიაში არის. სამწუხაროდ, მედიის ნაწილი ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქმნელი” – თქვა პაპუაშვილმა. 

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 

მოსამართლემ  გვარამიასთვის პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი გადააკვალიფიცირა და მთლიანობაში, დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის დარღვევაში, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები