Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა"პენიტენციური სამსახური მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციებს ვერ აკონტროლებს" - აუდიტის სამსახური

“პენიტენციური სამსახური მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციებს ვერ აკონტროლებს” – აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუსტიციის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშში,  რომელიც 3 თებერვალს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ  პენიტენციურ სამსახურში არაა დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყობს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. ამასთანავე, გამოვლინდა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის. [გვ.17]

აუდიტის სამსახურის ცნობით, სხვაობას იწვევს ის გარემოება რომ ვერ ესწრება მიღებული მედიკამენტების ბუღალტრული ასახვა, მაშინ როდესაც მედიკამენტი უკვე გახარჯულია. ამასთანავე, ზოგჯერ ვერ იდენტიფიცირდება ჩამოწერილი მედიკამენტების შესაბამისი აქტები.

რეკომენდაციების ნაწილში აუდიტი წერს:

“პენიტენციურ სამსახურში არ არის დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მედიკამენტების მიღებისა და გახარჯვის ოპერაციების თანმიმდევრულ აღრიცხვას. ამასთანავე, გამოვლინდა სხვაობები აქტით ჩამოწერილ მედიკამენტებსა და ბუღალტრულ ოპერაციებს შორის. მედიკამენტების მართვის ელექტრონული პროგრამის არარსებობამ, შესაძლოა გამოიწვიოს როგორც აღრიცხვასთან დაკავშირებული რისკები და პრობლემები, ასევე მედიკამენტების არამიზნობრივ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები”,- ნათქვამია დოკუმენტში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები