Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოპესკოვი - ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება სიტუაციის მორიგი გამწვავებაა

პესკოვი – ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება სიტუაციის მორიგი გამწვავებაა

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი იძულებული იქნება ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების გამო კონტრზომები მიიღოს.

„კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს არის სიტუაციის მორიგი გამწვავება, რომ ნატო-ს გაფართოება არის ჩვენი უსაფრთხოების ხელყოფა. სწორედ ასე აღვიქვამთ. ჩვენ მივიღებთ კონტრზომებს, რომ უზრუნველვყოთ საკუთარი უსაფრთხოება“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე განმარტებით, კონტრზომები იქნება ის, რასაც რუსეთის ფედერაცია აუცილებლად ჩათვლის.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, რა მოხდება ფინეთში, როგორ გამოიყენებს ჩრდილო ატლანტიკური ბლოკი ფინეთის ტერიტორიებს იარაღის, სისტემების, ინფრასტრუქტურის განთავსების თვალსაზრისით, რომელიც ჩვენს საზღვრებთან ახლოს იქნება და პოტენციურად გვემუქრება. ზომები ამის მიხედვით იქნება მიღებული“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ფინეთი დღეს ნატო-ს 31-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები