Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისამართალიპირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აპრილი-მაისის პერიოდში, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე 5 პირი დააკავა, რომელთაგან ერთი ლიეტუვის მოქალაქეა. ორ პირს კი ბრალი წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები სოციალური ქსელით გაცნობილი ქალებისგან მათი პირადი კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და სოციალური ქსელების საშუალებით პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, მიმოწერებს და ვიდეოებს მოიპოვებდნენ.

როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, ურთიერთობის პერიოდში, დაზარალებულები მსგავსი ტიპის ინფორმაციას ბრალდებულებს ნებაყოფლობით უგზავნიდნენ. ურთიერთობის დასრულების შემდეგ კი შურისძიების მოტივით და შანტაჟის მიზნით, ბრალდებულები დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს დაზარალებულების მშობლებს, ახლო ნათესავებს და ნაცნობებს უგზავნიდნენ:

„თბილისში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ზ.ც., 2014 წლიდან 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდში, დაზარალებულთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა და ასევე, დაზარალებულის ინფექციური დაავადების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. ზ.ც.- მ 2022 წლის ზაფხულში, დაზარალებულის საერთო ნაცნობთან და 2023 წლის მარტის თვეში, სოციალური ქსელის პირად გვერდზე, დაზარალებულისგან თანხმობის გარეშე, მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია უკანონოდ გაავრცელა“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები