Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოპოლონეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს დანიშნა

პოლონეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს დანიშნა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 15 ოქტომბერს დანიშნა.- ამის შესახებ მანსოციალურ ქსელში, თავად დაწერა.

“მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში! -სეიმისა და სენატის არჩევნების შემოთავაზებულ თარიღთან დაკავშირებით სახელმწიფო საარჩევნო კომისიიდან ახლახან მიღებული დადებითი პასუხის თანახმად, გადავწყვიტე ეს არჩევნები 2023 წლის 15 ოქტომბერს დავნიშნო. პოლონეთის მომავალი თითოეული ჩვენგანის საქმეა! ისარგებლეთ თქვენი უფლებებით!”- წერს დუდა.

არჩევნების თარიღის გამოცხადების მომენტიდან წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე არსებული რეგულაციები იწყებს მოქმედებას.

2023 წლის არჩევნებზე მმართველი პარტია კანონი და სამართლიანობა, სავარაუდოდ, 2014 წლის შემდეგ პირველად დაკარგავს უმრავლესობას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პირველ ადგილზე მმართველი პარტიაა 34.7%-ით, მას მოსდევს დონალდ ტუსკის სამოქალაქო პლატფორმა – 27.9%, მესამე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია კონფედერაცია – 10.9%, მეოთხეზე ცენტრისტული კოალიცია მესამე გზა – 9.3% და მას მოსდევს მემარცხენე პარტიების გაერთიანება – 8.8%.

იმ შემთხვევაში, თუ კანონი და სამართლიანობა უმრავლესობისთვის საკმარის მანდატებს ვერ მოიპოვებს, არის შანსი, რომ მას ულტრამემარჯვენე და ანტიუკრაინული პარტია კონფედერაციის ხმები დასჭირდეს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებზე. პარტიის რეიტინგი ზრდა პოლონეთის რურალურ მოსახლეობაში უკრაინული ხორბლის იმპორტით არსებულმა უკმაყოფილებამ და მილიონზე მეტი უკრაინელი მიგრანტის მიღებამ გამოიწვია.

ცხადია, ამ ტიპის კოალიციის გარდა არსებობს ტუსკის პოლიტიკური ბლოკის, მესამე გზისა და მემარცხენე გაერთიანების მიერ მთავრობის ჩამოყალიბების შანსიც.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები