Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოპოლონეში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეწვმიტანილი უცხოეთის მოქალაქე დააკავეს

პოლონეში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეწვმიტანილი უცხოეთის მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სამი თვით დააპატიმრა, ის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ის რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მოქმედებდა და აქტიურად აგროვებდა ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ. ამის თაობაზე პოლონეთის პრესის სააგენტო იტყობინება ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით.

ეჭვმიტანილი პირი სამხედრო დაზვერვამ დააკავა 21 მარტს. როგორც იტყობინებიან, ის მინიმუმ იანვრის დამდეგიდან მუშაობდა რუსეთისთვის. მან აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ნათქვამია ცნობაში. კონტრდაზვერვის თანახმად, ეჭვმიტანილი ინფორმაციას აგროვებდა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე რაიონებში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პოლონეთის კონტრდაზვერვამ მოსკოვთან და მინსკთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი 20 ადამიანი დააკავა. ყველაზე ხშირად მათ ბრალს სდებენ ქვეყნის სამხედრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მოგროვებაში.

1 მარტს პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვამ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი უცხოელი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბელარუსის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა. ლიუბლინის სასამართლომ ის სამი თვით დააპატიმრა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები