საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო 2023 წლის 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება.
პრემიერის თქმით, რაჭაში, მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს – 7 გარდაცვლილია ნაპოვნი.
გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე რაჭაში, საკურორტო ზონა შოვში სტიქიური უბედურება მოხდა. ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ბოლო მონაცემებით 31 ადამიანთან არ არის კონტაქტი.