Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაპრემიერის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება

პრემიერის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.

,,ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

 

ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის“ _ აღნიშნულია მთავრობის ინფორმაციაში.

 

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები