Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაპრეზიდენტმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა. უკრაინაში ომის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოს შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდნენ:

  • გიორგი ზაქარეიშვილი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.
  • თორნიკე ბერეკაშვილი – ოდესაში საქართველოს გენერალური კონსული.
  • კუკური თოფურია – უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.
  • ნანა ჩაბრავა – უკრაინაში, საქართველოს საელჩოს მუდმივი წარმომადგენლობის კონსული.
  • იაროსლავ მუზიჩკო – საქართველოს საპატიო კონსული.

“ლვოვში თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სახეს უკრაინაში ძალიან მძიმე დროს რუსეთის მიერ აგრესიის დროს და თქვენ შეინარჩუნეთ არამხოლოდ წარმომადგენლობა ამ მძიმე პერიოდში, არამედ საქართველოს სახე. როცა ძალიან ბევრმა სხვა უფრო დიდმა ქვეყანამ დატოვა საელჩო, გადაიყვანა ლვივში ან საზღვრებს გარეთ, თქვენ შეძელით და ჩვენმა საელჩომ კიევში, ჩვენმა საკონსულომ ოდესაში გააგრძელა მუშაობა”- განაცხადა პრეზიდენტმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები