Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოშოლცი - პუტინი თავის იმპერიალისტურ მიზანს ვერ მიაღწევს

შოლცი – პუტინი თავის იმპერიალისტურ მიზანს ვერ მიაღწევს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავზე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს.

“რაც უფრო მალე მიხვდება რუსეთის პრეზიდენტი, რომ იმპერიალისტურ მიზანს ვერ მიაღწევს, მით უფრო სავარაუდოა, რომ ომი მალე დასრულდება. ეს პუტინის ხელშია. მას შეუძლია ბოლო მოუღოს ამ ომს”, – განაცხადა შოლცმა.

მისივე თქმით, გერმანია უკრაინას ” მაქსიმალურად დაუჭერს მხარს” იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ამასთან გერმანიის მთავრობა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ” რუსეთსა და ნატოს შორის ომის ესკალაცია არ მოხდეს,”-აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, უკრაინისთვის შეიარაღებით, სამხედრო ტექნიკით, ფინანსებით და ჰუმანიტარული ტვირთების სახით გერმანიის დახმარებამ 14 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები