ეს 6 წლის უკრაინელი დიმიტრი კოვალსკია, მამის დაღუპვის შემდეგ, მე-80-ე დღეს, ის მამის გარდაიცვალების ადგილას მივიდა. ეს ქალაქი ბუჩაა, სწორედ აქ გაიმართა ბრძოლები რაშისტებთან. დიმიტრის მამა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მშობლიურ ქალაქს იცავდა. დიმიტრის მამა, ვლადიმერ კოვალსკი, ATO-ს ვეტერანი იყო. 2016 წელს მან მეიდანი გამოიარა, ასევე აღმოსავლეთში დაზვერვის ნაწილი, ის ა ნაღმზე ფეთქდა და ორი ფეხის კიდური დაკარგა. პროთეზირებულმა კაცმა გმირთა თამაშებში მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ პროთეზების გამო, რომლებიც არ დაუმალავს, ბუჩას ტერმინატორი შეარქვეს.
27 თებერვალს, დამპყრობლებთან საშინელი ბრძოლის შემდეგ, დაჭრილი ვლადიმერი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა.
მერე იყო ოკუპაციის ჯოჯოხეთი. ორ პროთეზზე მყოფი დამცველის ცხედარი ბუჩაში, მასობრივ საფლავში დაკრძალეს. მაგრამ მისი გარდაცვალებიდან მე-80-ე დღეს, მისმა ექვსი წლის ვაჟმა დიმიტრიმ, 2 კილომეტრი დანგრეული ბუჩას გასწვრივ ფეხით იარა იმ ადგილის სანახავად, სადაც მამა დაიღუპა და ახლა მისი საფლავია, მთელი ქალაქი მისი საფლავია.
ბიჭმა იპოვა დროშა, რომლიც მამამს ეკუთვნოდა, აიღო და ცალკე დაკრძალა. ახლა, იცის მამა სად უნდა იტიროს.