▪️ოკუპანტმა ხარკოვის რაიონის სოფელ პეჩენეგს ცეცხლი გაუხსნეს, ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა, – ამის შესახებ ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური აცხადებს.
▪️სახალხო დეპუტატმა პრორუსული პარტიიდან “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” ნესტორ შუფრიჩმა უკრაინა დატოვა. ამის შესახებ ჩერნივცის OVA-ს ხელმძღვანელმა სერხი ოსაჩუკმა განაცხადა.
▪️ დღეს რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი დრუჟკივკა დაბომბეს, რის შედეგადაც ყველაზე მეტი №6 სკოლა დაზარალდა. მსხვერპლი არ არის – აცხადებს დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო.
▪️ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე მორიგი საარტილერიო დარტყმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სამეცნიერო ასოციაციის შენობებსა და საცხოვრებელ კვარტლებში, – განაცხადა ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი ჰაიდაიმ.
▪️ნორვეგია, დანიამ და ისლანდიამ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ ფინეთსა და შვედეთს “ყველა საჭირო საშუალებით” იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანებამდე თავს დაესხმებიან.