მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციიდან 10 კილომეტრში საჰაერო თავდაცვის კომპლექსი დამონტაჟდა. ამის შესახებ წერს მედია.
ვიდეოს ავტორი იუწყება, რომ ის 6 იანვარს არის გადაღებული მოსკოვის ქალაქ ოდინცოვოს რაიონის სოფელ ზარეჩიეს მახლობლად. ვლადიმერ პუტინის რეზიდენცია ნოვო-ოგარევოში მდებარეობს.
ავტორის თქმით, მან ინსტალაცია დიდი ხმის გამო აღმოაჩინა. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის Pantsir S1 საზენიტო-სარაკეტო და ტყვიამფრქვევის სისტემა.
მედიის ცნობით, 19 იანვარს სოციალურ ქსელში გამოჩნდა რამდენიმე ვიდეო და ფოტო, სადაც ჩანს, რომ Pantsir-S1 დამონტაჟებულია რუსეთის ფედერაციის დედაქალაქშიც რამდენიმე შენობის სახურავზე.