პუტინის კრიტიკოსი საქართველოში არ შემოუშვეს. ვიქტორ შენდეროვიჩი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. რატომ უთხრეს რუსს მწერალს უარი ქვეყანაში შემოსვლაზე ჯერ-ჯერობით განმარტებები არავის გაუკეთებია.
შენდეროვიჩს ბათუმში ორ და ოთხ ივნისს ჰქონდა ღონისძიებები დაგეგმილი, თუმცა აეროპორტიდან რუსი მწერალი ისრაელის რეისით უკან გააბრუნეს. შენდეროვიჩი რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტად არის აღიარებული. ის აქტიურად აპროტესტებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ერთ-ერთ გადაცემაში შენდეროვიჩმა პირდაპირ თქვა, რომ პრიგოჟინი სისხლის სამართლის დამნაშავე და მკვლელია.