Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოპუტინის ყოფილი სფიჩრაიტერის თქმით, რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება

პუტინის ყოფილი სფიჩრაიტერის თქმით, რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება

რუსი პოლიტოლოგი და ვლადიმერ პუტინის ყოფილი სფიჩრაიტერი, აბას გალიამოვი ამბობს, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება.

ამის შესახებ გალიამოვმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის დანაკარგები იზრდება, ქვეყანა დასავლეთის სანქციებისგან გამოწვეული სირთულეების წინაშეა, ამ ფონზე კი რუსეთის მოქალაქეები დაიწყებენ დამნაშავის ძიებას.

გალიამოვის თქმით, ეს მომენტი, შესაძლოა მომდევნო 12 თვეში დადგეს.

“რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია, რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ რუსებს უფრო მეტი სირთულეები შეექმნებათ და ისინი შეეცდებიან იპოვონ ახსნა, რატომ ხდება ეს, შეხედავენ პოლიტიკურ პროცესს და თავადვე გასცემენ პასუხს: “ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ძველი ტირანი, ძველი დიქტატორი”. ამ მომენტში ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური გახდება”, – თქვა გალიამოვმა.

გალიამოვის აზრით, პუტინმა შესაძლოა, გააუქმოს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2024 წლის მარტშია დაგეგმილი.

“უკრაინასთან გამარჯვების გარეშე მას [პუტინს] რუსებთან სირთულეები შეექმნება. რუსებს არ სჭირდებათ ის, თუ ის ძლიერი არ არის. მან შეიძლება მართლა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და გააუქმოს არჩევნები”, – თქვა მან.

 

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები