Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოქალაქ ბუფალოში სუპერმარკეტში სროლის შედეგად სულ მცირე 10ადამიანი დაიღუპა

ქალაქ ბუფალოში სუპერმარკეტში სროლის შედეგად სულ მცირე 10ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი მასობრივი სროლის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. როგორც მედია წერს, დანაშაული „რასობრივად მოტივირებული“ იყო.

„ჩემი გულწრფელი იმედია, რომ ეს თეთრი რასის უპირატესობის მომხრე ინდივიდი, რომელმაც უდანაშაულო საზოგადოებაში ახლახან სიძულვილის დანაშაული ჩაიდინა, დარჩენილ დღეებს გისოსებს მიღმა გაატარებს“, – განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა.

ეჭვმიტანილი 18 წლის პეიტონ გენდრონია. მას, მასობრივი სროლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს, რაზეც ის თავს უდანაშაულოდ სცნობს.

სამართალდამცველები თვლიან, რომ ეჭვმიტანილი შესაძლოა დანაშაულის ტრანსლირებას პირდაპირ ეთერში ახდენდა და ეძებენ, გამოაქვეყნა თუ არა მან ინტერნეტში მანიფესტი.

მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მან მიუსამძიმრა მოკლულთა ოჯახებსა და „ყველას, ვინც ამ საშინელი სროლის ფიზიკური და ემოციური ჭრილობებით იტანჯება“.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, შიდა ტერორიზმის ნებისმიერი აქტი, მათ შორის ქმედება, რომელიც ამაზრზენი თეთრი ნაციონალისტური იდეოლოგიის სახელითაა ჩადენილი, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ისინი ამერიკაში იცავენ.

„სიძულვილს არ უნდა ჰქონდეს უსაფრთხო ნავსაყუდელი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ სიძულვილით გაღვივებული შიდა ტერორიზმი“,- განაცხადა მან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები