Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკა"ქართული ოცნების" წევრები ღარიბაშვილის და სტოლტენბერგის შეხვედრის ჩაშლას სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიან

“ქართული ოცნების” წევრები ღარიბაშვილის და სტოლტენბერგის შეხვედრის ჩაშლას სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიან

მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” წევრები დღეს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის იენს სტოლტენბერგთან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას, ნატოს გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიან. თუმცა, სტოლტენბერგმა დღეს შვედეთისა და ფინეთის განაცხადები ნატოში გაწევრიანების შესახებ პირადად ჩაიბარა.

„მოგეხსენებათ, მას კოვიდი ჰქონდა და ამის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში წინა კვირაში და ამ კვირის დასაწყისშიც. ერთადერთი შეხვედრა, რომელიც სტოლტენბერგს ჰქონდა, ეს იყო ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ოფიციალურად შეიტანეს განაცხადი ნატო-ში წევრობაზე და ამ შეხვედრის გარდა, სხვა ყველა შეხვედრა გაუქმდა. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ჩვენი საელჩოდან ბრიუსელში. არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება რომ იყოს. ეს შეხვედრა გაუქმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.” – ასეთი კომენტარიდეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა.

იენს სტოლტენბერგს კორონავირუსი 10 მაისს დაუდასტურდა.

“სტოლტენბერგს რამდენიმე დღის წინ ჰქონდა კორონავირუსი, მერე თითქოს გამოჯანმრთელდა, მერე ისევ შეუძლოდ გახდა და ამას უკავშირდება, რომ არა მარტო ღარიბაშვილთან, დღეს დაგეგმილი სხვა შეხვედრებიც გადადო” – ამბობს დეპუტატი ირაკლი ზარქია.

“სტოლტენბერგს ჰქონდა კორონავირუსი, დღეს იყო მისი პირველი სამუშაო დღე და ვინაიდან შვედეთის და ფინეთის საკითხი არის აქტუალური როგორც ჩანს, ამ შეხვედრას ვერ გადადებდნენ, ამ შეხვედრებს დაესწრო და ყველა სხვა მისი შეხვედრა დღეს გაუქმდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი.” – უთხრა ჟურნალისტებს ბექა დავითულიანმა.

18 მაისს ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ ინფორმაცია ნატოს ვებ-საიტზე 18 მაისის დილას გამოქვეყნდა ისე, რომ მასში გაუქმების მიზეზები დასახელებული არ არის.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები