ქობულეთში 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლი დახვდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებული.