ქობულეთში მოკლული 20 წლის ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან დედოფლისწყაროში გადაასვენეს.
გიორგი ალხანაშვილის ახლობლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სხეულზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, გარდაცვლილი კი დედამ პირადი ნივთების საშუალებით ამოიცნო.
„მკვლელობის მოტივი უცნობია, 17 მაისის შემდეგ გაუჩინარებული იყო, თავად მასპინძელიც კი იტყუებოდა, სანამ გვამი არ იპოვეს. მთავარმა დამნაშავემ ქვეყანა დატოვა, ჩვენი ვარაუდით მეგობრების მხრიდან ჯგუფური მკვლელობა იყო”, – განაცხადეს ახლობლებმა.
ცნობისთვის, გუშინ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. გავრცელებლი ინფორმაციით, რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი დამარხული იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ამავე სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.