Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ ქალს ეძებენ – ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალი, მეგობართან ერთად ზღვაში შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო. მასთან ერთად მყოფი მეორე პირი კი ქობულეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

შემთხვევა გუშინ საღამოს, მეგობრობის ქუჩის გასწვრივ სანაპიროზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  აჭარის მაუწყებელს დაგვიდასტურეს, რომ ერთი პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები