Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაქუთაისის სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტს იკვლევენ

ქუთაისის სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტს იკვლევენ

ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლის ადმინიტრაცია იკვლევს ისტორიის მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. ვიდეო მეექვსეკლასელი მოსწავლის შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ სოციალურ ქსელში 5 აპრილს გაავრცელა სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა. ნინო კვიჟინაძის ინფორმაციით „პედაგოგის ძალადობა სკოლაში წლებია ვერავინ შეაჩერა“, ის პედაგოგოს სკოლიდან გაშვებას მოითხოვს.

ნინო კვიჟინაძე წერს, რომ ვიდეო შვილმა გაუგზავნა და ყველას მოუწოდებს არ გაბედონ ვიდეოს ავტორის ვინაობის რკვევა – „ბავშვები თავს ისე იცავენ, როგორც შეუძლიათ“.

„ჩემი შვილი შენი შვილი მთელი სკოლა ხედავს ამ ძალადობას და ხმა ამოიღეთ მშობლებო!.. არ გაუშვათ ბავშვები სკოლაში გამოაცხადეთ ბოიკოტი, სანამ არ შეიცვლება ეს სიტყვით აუღწერელი უზრდელობა და ბოროტება!” – წერს ფეიბუკის გვერდზე მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნინო კვიჟინაძე.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები