Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაქვეყანას აქვს პერსპექტივა იქცეს რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ- ხაზარაძე

ქვეყანას აქვს პერსპექტივა იქცეს რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ- ხაზარაძე

5 წელიწადში გავხდიდი საქართველოს ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად… საქართველოს სამეზობლო რეგიონში მისია უნდა დავუბრუნოთ – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე ვიდეოინტერვიუში საუბრობს, რომელიც სოციალურ ქსელში მის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.

ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყანას აქვს პერსპექტივა იქცეს რეგიონის ლიდერ სახელმწიფოდ, სადაც ქართველი ემიგრანტები დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში და ჩამოვლენ ასევე უცხოელი სპეციალისტები მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ხაზარაძის თქმით, მას არასოდეს უფიქრია ემიგრაციაში წასვლა, მიუხედავად მრავალი შანსისა.

„არასოდეს წავალ ემიგრაციაში… ეს არის ჩემი ქვეყანა და მინდა თქვენი და ჩვენი შვილები აქ ცხოვრობდნენ… არასდროს არ წავალ ემიგრაციაში, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში ცხოვრების და იქ ბიზნესის კეთების საშუალება ბოლო 20 წელია მქონდა და მაქვს თავისუფლად. ამას არ გავაკეთებ, ეს არის ჩემი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. მინდა, რომ თქვენი შვილები და ჩვენი შვილები აქ ცხოვრობდნენ და მეც.

დაახლოებით 5 წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს იქნებოდა და იქნება ადგილი, დარწმუნებული ვარ ეს ასე მოხდება, სადაც, ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების. იმიტომ, რომ მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ.

ეს იქნება ადგილი სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად – ეს IT-ის ეხება და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს. საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. იმიტომ, რომ პირველ რიგში მისია უნდა დავიბრუნოთ და ეს მისია და ეს ფუნქცია უნდა იყოს ქვეყნის გარეშე, ანუ საქართველო მაქვს მხედველობაში – არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოში და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები