სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენინგები ტრენინგები გაიმართა.
მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამზადება 4 ფაზას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც ფერმერები ეცნობიან როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს.
ტრენინგების მესამე ფაზის ფარგლებში მეფუტკრეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე:
- საბოლებლის უსაფრთხო გამოყენება,
- ვაროაზე ტესტის ჩვენება,
- მიღებული შედეგების ანალიზი
- მავნებლის წინააღმდეგ ღონისძიების/მეთოდის არჩევა
- ფუტკრის ოჯახებად დაყოფა,
- მთა-ბარობა,
- დაავადებების იდენტიფიკაცია,
- ჰოლსტის მეთოდის გამოყენება,
- ფაროსანას წინააღმდეგ ფერომონების გამოყენება,
- თაფლის დაწურვის და შენახვის პირობები,
- საფუტკრის რეგისტრაცია და სარეგისტრაციო ფურცელის შევსება.
ტრენინგებში მონაწილეობდნენ მეფუტკრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სწავლებას უძღვებიან მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები.
მეფუტკრე ფერმერების ტრენინგის პირველი ფაზის ფარგლებში 1000-მდე მეფუტკრე, ხოლო ტრენინგის მეორე ფაზის ფარგლებში, 1105 მეფუტკრე გადამზადდა. თეორიულ სწავლებასთან ერთად, ფერმერებს პრაქტიკული სწავლებებიც ჩაუტარდათ მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების და შესაბამისი გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.